ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვაყალიბებთ სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის სისტემას, სადაც პარლამენტს ეკისრება საკვანძო როლი
ჩვენ ვაყალიბებთ სრულფასოვან საპარლამენტო მმართველობის სისტემას, სადაც პარლამენტს ეკისრება საკვანძო როლი კონსტიტუციურ სისტემაში და რა თქმა უნდა, ეს ცვლილება მოითხოვს მის პრაქტიკულ განხორციელებას,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “პარლამენტის კვლევითი და ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები” პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმთავრესი ამოცანა შესაბამისი პრაქტიკული რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელებაა.
მისი თქმით, ერთია კონსტიტუცია, ერთი არის კონსტიტუციური ჩარჩო და მეორეა ის, თუ რამდენად წარმატებით განხორციელდება ეს ყველაფერი პრაქტიკაში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სწორედ ამას ემსახურებოდა პარლამენტის რეგლამენტის რეფორმა.
“ამ დოკუმენტის შემუშავებას წინ უძღოდა ძალიან ფართო პროცესი, რომელშიც იყვნენ ჩართული სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათშორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდა ამ ფართო დისკუსიების შედეგად მოხერხდა ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის შემდგომ გაძლიერებას. მინდა ამ პროცესის სათანადოდ, წარმატებული წარმართვისთვის, კიდევ ერთხელ გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს, რომელიც იყო ამ პროცესის ლიდერი მთელი ამ თვეების განმავლობაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ძირითად ფუნქციებზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობები ჯერ სათანადოდ განვითარებული არ არის და ამ ცვლილებების პრაქტიკულ განხორციელებას რეფორმაესაჭიროება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინსტიტუციური რეფორმის ერთერთი შემადგენელი ნაწილია კვლევითი ცენტრის დაფუძნება.
„როდესაც ვსაუბრობთ პარლამენტზე, უნდა გამოვყოთ მისი ორი ძირითადი ფუნქცია: ეს არის კანონშემოქმედება და ეს არის ზედამხედველობა. ორივე მიმართულებით არის ბევრი რამ გასაკეთებელი, თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი პარლამენტის ტრადიციული, მთავარი სისუსტე მაინც მდგომარეობდა იმაში, რომ არ იყო სათანადოდ განვითარებული მისი საზედამხედველო ფუნქციები.
აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი გახლავთ სწორედ ამ ფუნქციის განვითარება საქართველოს პარლამენტში. ბუნებრივია, იმცვლილებების განხორციელებას, რომლებიც არის უკვე ასახული კონკრეტულ დოკუმენტებში, კონსტიტუციაში, რეგლამენტში, ასევე, სხვასაკანონმდებლო აქტებში, სჭირდება შესაბამისი რესურსები საქართველოს პარლამენტში.
შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, ჩვენიინსტიტუციური შესაძლებლობები ჯერჯერობით არ არის სათანადოდ განვითარებული. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებების პრაქტიკულგანხორციელებას ესაჭიროება პარლამენტში ინსტიტუციური რეფორმა, მათ შორის, ეს შეიძლება გულისხმობდეს რეორგანიზაციას, რაზეცაქტიურად წარიმართება მუშაობა საქართველოს პარლამენტში და ამ ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ის, რაზეცდღეს გვექნება კონკრეტულად საუბარი.
ეს არის კვლევითი ცენტრის დაფუძნება, რაც უკვე არის გათვალისწინებული ახლად მიღებული რეგლამენტით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ პარლამენტს კვლევით ცენტრთან დაკავშირებით, ამბიციური გეგმები აქვს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კვლევითი ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნდება და სათანადო რესურსები ექნება საკუთარი საქმიანობის ფართოდ გასაშლელად. ირაკლი კობახიძემ ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც კვლევითი ცენტრისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება გადაწყდა.
„საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს მეტი რესურსი, რომ განავითაროს როგორც საკუთარი შიდა რესურსები, ასევე, სათანადოდმოიზიდოს გარე რესურსები კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად და ვფიქრობთ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყოსათანადო, ყველაზე შესაბამისი, შესატყვისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა ამ ამოცანების გადასაჭრელად და ამ მიზნების მისაღწევად. ამ სტატუსით კვლევით ცენტრს ექნება სათანადო შესაძლებლობა, რომ ფართოდ ჩართოს საკუთარ საქმიანობაში აკადემიურიწრეების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ კიდევ უფრომეტად გაიხსნება საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საქართველოს პარლამენტში“, – აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება აკადემიური წრეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი შეფასებით, სამწუხაროდ, დღემდე სუსტია აკადემიური სფეროს კავშირი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან. ირაკლი კობახიძის თქმით, ერთერთი უმთავრესი ამოცანა ამ პროცესში მომავალი მკვლევარების აქტიური ჩართვაა.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, როდესაც ვსაუბრობთ ამ კვლევითი ცენტრის ფუნქციონირებაზე, გახლავთ სწორედ ეს, რომ მეტად დავამყაროთ მჭიდრო კავშირი აკადემიურ წრეებს, აკადემიურ ინსტიტუტებსა და საჯარო გადაწვეტილებების მიღების პროცესს შორის და ამკუთხით, რა თქმა უნდა, კვლევითი ცენტრი მოემსახურება აკადემიურ ინსტიტუტებსა და საქართველოს პარლამენტს შორის შესაბამისიკავშირების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. ასევე, კვლევითი ცენტრი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ პერსპექტიული ახალგაზრდები,მომავალი მკვლევარები, აკადემიური სფეროს მომავალი, ასე ვთქვათ, რესურსი, ჩვენ აქტიურად ჩავრთოთ საჯარო გადაწყვეტილებებისმიღების პროცესში და ესეც იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ხაზი გაუსვა კვლევითი ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. მისი თქმით,„ჯერჯერობით ცენტრი მხოლოდ ქაღალდზე, რეგლამენტის დონეზე ფუნქციონირებებს“ და ახლა, მისი დაკომპლექტება დასათანადო სამუშაო გეგმის ჩამოყალიბებაა საჭირო. ირაკლი კობახიძემ ყველა დაინტერესებულ მხარესთან – საერთაშორისო პარტნიორებთან, ექსპერტებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება მენეჯმენტის ჩამოყალიბებას და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ცენტრისხელმძღვანელისა და პერსონალური შემადგენლობის ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად შერჩევას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომგვექნება მჭიდრო თანამაშრომლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ვხედავთ, რომ უკვე ინტერესი არის საკმაოდ დიდი და კიდევერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას იმისა, რომ აქტიურად ვითანამშრომლებთ ყველასთან, რათა საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ჩვენს საერთომიზანს, ეს საერთო მიზანი გახლავთ კვლევითი ცენტრის სათანადოდ ჩამოყალიბება, პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება და იმისუზრუნველყოფა, რომ პარლამენტმა საუკეთესოდ შეასრულოს ის საკვანძო როლი, რომელსაც მას აკისრებს საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.