სოზარ სუბარი: დავით კირკიტაძე პარლამენტის დაცვის წევრს იარაღით გაუსწორდა, სააკაშვილმა კი მადლობა გადაუხადა

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და 2004 წლის შემთხვევა გაიხსენა, რომელიც ასევე დავით კირკიტაძეს უკავშირდება.

როგორც სუბარი იხსენებს, 2004 წელს დეპუტატი დავით კირკიტაძე პარლამენტის დაცვის წევრს იარაღით გაუსწორდა, იმჟამინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი დეპუტატი გმირად გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა.

“მე გავიხსნებდი 2004 წლის ამბავს, როდესაც დავით კირკიტაძე იყო პარლამენტის წევრი და ის იარაღით გაუსწორდა პარლამენტის დაცვის წევრს. მაშინდელი პრეზიდენტი, სააკაშვილი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ ადამიანი, რომელმაც სცემა პარლამენტის დაცვის წევრს, – არის გმირი და მას მადლობა გადაუხადა. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანები, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციელებს და წინააღმდეგობას უწევენ მათ, არ არიან გმირები. ისინი არიან დამნაშავეები და პასუხი უნდა აგონ, – განაცხადა რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები