თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ, რათა არ გაურთულდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი.
“გრიპის სეზონის დადგომისთანავე, დედაქალაქში საგრძნობლად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებების რიცხვმა, რომლის დიდი ნაწილი სწორედ გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტებს ეკუთვნის.
იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ექიმები თითოეულ ასეთ პაციენტს ემსახურებიან, გვინდა განვმარტოთ, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად დაავადებას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა,-წერია განცხადებაში.