დავით კირკიტაძის ადვოკატი: ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელოთ

გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, დავით კირკიტაძის მიმართ წინასწარი შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს და კანონის ფარგლებში მოსამართლის გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
„ჩვენ ვაპირებთ, სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში საპარლამენტო დეპუტატები დაუდგნენ, მათ შორის, “ქართული ოცნების” დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, მოსამართლემ მაინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ სამართლებრივ ბრძოლას გავაგრძელებთ”, – განაცხადა გიორგი კონდიხაშვილმა.
ცნობისათვის, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები