დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, დააკმაყოფილა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთიოს წინ გამოიტანა. ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა. გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები