დავით კირკიტაძე: შსს-ს უნდობლობას ვუცხადებ, თუმცა მზად ვარ სასამართლოსთან ვითანამშრომლო

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობაზე იმსჯელებს, რომელიც ოპოზიციის ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას ითხოვს.
პროცესზე დავით კირკიტაძემ განცხადება გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ შსს-ს უნდობლობას უცხადებს, თუმცა მზადაა სასამართლოსთან ითანამშრომლოს.
“მე არ მსურს გამოძიებას აწარმოებდეს შსს”, – განაცხადა კირკიტაძემ.
სასამართლო პროცესს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ესწრებიან.
დილიდან გურჯაანის სასამართლოსთან დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, ასევე, იმართება კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები