თბილისში, „სილქნეტის“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე არასრულწლოვანია გამოვლენილი
წუხელ, გვიან ღამით თბილისში, პეკინის გამზირზე „სილქნეტის“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირია გამოვლენილი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, „გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს“, – აცხადებენ შსს-ში.
თბილისში, პეკინის გამზირზე „სილქნეტის“ ოფისი გვიან ღამით გატეხეს გატეხეს.