პროკურატურა კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს-სასამართლო ხვალ დილით გაიმართება

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის და პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დავით კირკიტაძის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი ხვალ, 20 დეკემბერს, 10:30 წუთზე განიხილავს.
პროკურატურამ დავით კირკიტაძის აღმკვეთი ღონისძიების შესახებ შუამდგომლობით უკვე მიმართა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარ პატიმრობას ითხოვს.
როგორც „კვირას“ გურჯაანის რაიონულ სასამართლოს კანცელარიაში განუცხადეს, სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობა 16:40 წუთზე შემოვიდა და საქმის მასალები განსახილველად მოსამართლე დავით ნარიმანიშვილს დაეწერა.
როგორც „კვირას“ მოსამართლის თანაშემწემ განუცხადა, მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობას 24 -საათის განმავლობაში განიხილვს.
მოსამართლე დავით კირკიტაძის აღმკვეთ ღონისძიების საკითხს 20 დეკემბერს 10: 30 წუთზე განიხილვს.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარედგინა.
გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები