ტურისტებზე კონკურენციის გაწევის მიზნით, რუსეთი საქართველოს საზღვართან კურორტების განვითარებას აპირებს

რუსეთის ხელისუფლება უახლოეს მომავალში საქართველოს საზღვართან ორი კურორტის განვითარებას გეგმავს. ამ სიახლის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ოლგა გოლოდეცმა რეგიონულ ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა ტურისტების დიდი რიცხვი საქართველოში მიდის დასასვენებლად. რუსეთის რეგიონებმა კი უნდა იფიქრონ იმის შესახებ, თუ რომელი კურორტები იქნება მისაზიდი მოსახლეობისთვის და უცხოელებისთვის.
“ახლა ჩვენ უნდა განვავითაროთ ორი კურორტი საქართველოს საზღვართან იმ მხრიდან, იმიტომ რომ კარგი მთები და პირობებია. მთლიანად უნდა დავიხარჯოთ”, – განაცხადა გოლოდეცმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები