ათეა-ს ინიციატივით, N4ED ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც სასტუმროში, ,,ქორთიარდ მარიოტი“, მოეწყო, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დარგის აღიარებული ექსპერტები ესწრებოდნენ.
როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტთან – თამარ ტალიაშვილთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ – მზია გიორგობიანმა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ – ზაზა გაბუნიამ და ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა – ვინსენტ რეიმ და კრისტიან ურსემ მიმართეს​.
ღონისძიების მონაწილეებმა საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული პროგრამის მეშვეობით უპრეცედენტო პლატფორმის შექმნას ჩაეყარა საფუძველი, სადაც მუნიციპალიტეტებს საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ წარმატებული პროექტები და საკუთარი კარგი პრაქტიკა სხვა მუნიციპალიტეტებს გაუზიარონ.
პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში გამართული საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნული კონფერენცია საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელების კუთხით ჩატარებული მნიშვნელოვანი პროექტების თუ პროგრამების, კარგი მაგალითების გაცნობას, გაზიარებასა და წახალისებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები