21 დეკემბერს, პარლამენტის დეპუტატები შს მინისტრს მოუსმენენ

21 დეკემბერს, პარლამენტის დეპუტატები შს მინისტრს გიორგი გახარიას მოუსმენენ.
შს მინისტრი პარლამენტში სამინისტროს მუშაობის ანგარიშის წარდგენის მიზნით მიდის.
ამასთან, გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში ახალი რეგლამენტის 154-ე მუხლის შესაბამისად მიდის, რომლის მიხედვითაც, მთავრობის წევრი მოსმენის მოთხოვნით პარლამენტს საკუთარი ინიციატივით მიმართავს და მას პარლამენტი მოთხოვნისთანავე უსმენს.
მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის მიერ სამინისტროს წინაშე დასმულ საკითხებზე ისაუბროს.
ახალი რეგლამენტით, პლენარულ სხდომაზე მინისტრის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატების გამოსვლები დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები