კახა კალაძე: ჩვენ საქმე უნდა ვაკეთოთ, მაგრამ დეზინფორმაციას აუცილებლად სჭირდება რეაგირება

„მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არც ერთი ტყუილი არ დატოვონ ყურადღების მიღმა“,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძე მიიჩნევს, რომ კონკრეტული ფაქტების დამახინჯება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის არასწორად მიწოდება მიზანმიმართულად ხდება.
„მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენს მოსახლეობას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ამავდროულად, მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის არც ერთი ტყუილი არ დატოვონ ყურადღების მიღმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვაკეთოთ საქმე, უნდა ვიფიქროთ მომავალზე, განსახორციელებელ პროექტებზე, მაგრამ ამავდროულად, სიცრუეს, დეზინფორმაციას შესაბამისი რეაგირება და პასუხის გაცემა აუცილებლად სჭირდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები