ილია მეორე: წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია, სწრაფად შემწეა ყოველი გაჭირვებული ადამიანისა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით იქადაგა. მან სრულიად საქართველოს მიულოცა ნიკოლოზობა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი ყველა გაჭირვებული ადამიანის სწრაფად შემწეა.
„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, დღეს არის ხსენება წმინდისა დიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა. მრავალი წმინდანი ჰყავს ღმერთს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია, სწრაფად შემწეა ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას“, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქის თქმით, დღეს წირვაზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძეც იმყოფებოდა, რომელიც პირველად ეზიარა. როგორც მან აღნიშნა, გარდაცვლილი შვილი ლოცულობს მის მშობლებზე და ოჯახზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები