სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში ეკა ბესელიას შეხვდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
როგორც ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე, რომელიც წინასწარ დაგეგმილი არ იყო, სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრეს.
“როდესაც ქალბატონი სალომე პარლამენტის წევრი იყო, მისი სამუშაო ოთახი ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით იყო და და ბევრ სხვადასხვა თემაზე გვქონდა ხოლმე სამუშაო შეხვედრები. ახლა ეს იყო ძალიან მეგობრული შეხვედრა. სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ, მათ შორის, შემდეგი ეტაპის თანამშრომლობის ფორმებზე. პარლამენტისა და პრეზიდენტის მუშაობის პროცესი, ეს მუდმივად ერთმანეთთან დაკავშირებული პროცესია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში, თავის კაბინეტში პირადი ნივთების ასაღებად მივიდა.
სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები