დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ – პარალელურად ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები შეიკრიბნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება, სადაც კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
​პარალელურად, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მომხრეები შეიკრიბნენ. ისინი კირკიტაძის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
ცნობისათვის, დავით კირკიტაძისთვის ბრალის წარდგენის ვადა დღეს, 17:00 საათზე იწურება. რის შემდეგაც, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები