პაატა დავითაია: შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინიც ესწრებოდა კონცერტს

პოლიტიკურად, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პუტინის წინაშე სიმღერა, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა დავითაიამ განაცხადა.
თუმცა დავითაია არ გამორიცხავს, რომ ბურჭულაძისთვის უცნობი შეიძლება ყოფილიყო პუტინის დარბაზში ყოფნის შესახებ.
„მინდა, ცალსახად ხაზი გავუსვა, თუ არ ვცდები, ბატონი ბურჭულაძე არის თეატრის მთავარი რეჟისორი, არ მახსოვს ეს ყველაფერი. მე არ ვიცი, რა ფორმატში იყო ეს ყველაფერი. ჩემთვის პირადად მიუღებელია. შეიძლება, არც იცოდა ბურჭულაძემ, რომ პუტინი ესწრებოდა. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ეს მიუღებელია, რადგან რუსეთის პრეზიდენტი არის ის მთავარსარდალი რუსეთის ფედერაციის, რომელმაც განახორციელა უშუალო ბრძანებები საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა დავითაიამ.
ცნობისათვის, რუსეთში დირიჟორ, იური ტემირკანოვის იუბილის აღსანიშნავად, სანკტ-პეტერბურგში გალა-კონცერტი გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
გალაკონცერტზე, ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძეც წარსდგა, რომელმაც “დაისი” და ღვინოვ კახურო” შეასრულა.
დირიჟორს 10 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 14 აპრილს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, “ერისიონმა” რუსეთში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობდა. მაშინ, აღნიშნული კონცერტის გამო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანსამბლ „ერისიონის“ გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები