თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული ფილმების ფესტივალი დაიწყო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ირანული ფილმების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა.
როგორც „კვირას“ თსუ-დან აცნობეს, ირანული ფილმების ფესტივალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორედ ტარდება. წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ოთხი ირანული ფილმი : „აზარი, შაჰდოხთი ფარვიზი და სხვები“, „ბრმანაწლავი“, „ცოფიანი ეტლი“, „ხუთვარსკვლავიანი“.
ასევე ღონისძიების ფარგლებში თსუ სააქტო დარბაზის ფოიეს საგამოფენო სივრცეში მოეწყობა ირანელი ფოტოგრაფების ნამუშევართა ჯგუფური გამოფენა „სამხრეთი ირანი“.
ფილმების ჩვენება 18 და 19 დეკემბერს 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფესტივალის დახურვის დღეს, 20 დეკემბერს, ფილმის ჩვენება 21:00 საათზე გაიმართება. ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.
ირანული ფილმების ფესტივალი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ორგანიზებით იმართება. ღონისძიების მიზანია, ირანული კულტურის, ხელოვნებისა და კინოს პოპულარიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები