სალომე ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტის ფიცს დადებს – ინაუგურაცია თელავში გაიმართება 

ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფიცს დადებს.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გაგრძელდება. მოსახლეობას საშუალება ექნება, ინაუგურაციას თვალი ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის წინ დამონტაჟებულ მონიტორზე ადევნოს.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილი მოწვეულ სტუმრებთან ერთად, 16.00 საათზე, ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში საზეიმო მიღებას გამართავს.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეწვევიან მაღალი რანგის სტუმრები 20-ზე მეტი ქვეყნიდან და ასევე, 16 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ​

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრებიან: სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სოციალურ, საქმეთა ყოფილი მინისტრი, თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი, ლიეტუვას სეიმის სპიკერი, პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი, მოლდავეთის ვიცე პრემიერ-მინისტრი, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი, ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამის გენერალური მდივანი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი, წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები