კახა კახიშვილის განცხადებით, მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მისვლა სალომე ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო

საინაუგურაციო კომისიის ხელმძღვანელის კახა კახიშვილის განცხადებით, დღეს მთაწმინდის პანთეონში და გმირთა მემორიალთან მისვლა სალომე ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება იყო. როგორც კახა კახიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, დღევანდელი პროცედურები საინაუგურაციო კომისიის ორგანიზების საკითხი არ ყოფილა.
„რაც შეეხება დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ მთაწმინდის პანთეონში მისვლისა და გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის პროცედურას, გუშინაც განვაცხადე, რომ ეს არ არის საინაუგურაციო კომისიის ორგანიზების საკითხი. მე დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. სალომე ზურაბიშვილმა ასე გადაწყვიტა. ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პერსონალური გადაწყვეტილება, ალბათ, მის შტაბთან ერთად. კონკრეტულად ჩვენ ამ ღონისძიებაში არ ჩავრთულვართ“, – განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. სალომე ზურაბიშვილი ასევე იმყოფებოდა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები