სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი და ყოფილი ვიცე-მერი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პატიმრობაში დატოვა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა პირველ ნოემბერს დააკავეს. დაკავებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ლაშა გოგიას და გია გულორდავას 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები