„საქართველოს რკინიგზა” ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზა” ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
“ინტერნეტპროვაიდერის შეცვლასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზაში” ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 14/12/2018-ში 00:00 საათიდან 15/12/2018 06:00 საათამდე მიუწვდომელი იქნება შემდეგი გარე სერვისები:
· სატვირთო გადაზიდვების ერთიანი სისტემა გარე მომხმარებლებისთვის – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:00 საათამდე.
· კომერციული სალაროებიდან ბილეთების გაყიდვის სერვისი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.
· ინტერნეტ ბილეთების გაყიდვა – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 03:30 საათამდე.
· რკინიგზის კორპორატიული ვებგვერდი – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:00 საათამდე.
· რკინიგზის კორპორატიული ელექტრონული ფოსტიდან წერილების გაგზავნა და მიღება კორპორატიული ქსელის გარეთ – 14/12/2018 00:00 სთ-დან 15/12/2018 04:30 საათამდე.
„საქართველოს რკინიგზა” ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის”, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები