“თი-ბი-სი” ბანკის ინტერნეტ-და მობაილბანკის გათამაშება გრძელდება

0

“თი-ბი-სი” ბანკის მომხმარებლებს ინტერნეტ- და მობაილბანკში შესვლისას საჩუქრების აღმოჩენა კვლავ შეუძლიათ.
ვინც ინტერნეტ- ან მობაილბანკში 31 დეკემბრამდე შევა ან ტრანზაქციას შეასრულებს, სხვადასხვა საჩუქრის მიღების საშუალება ექნება.
“თი-ბი-სი” ბანკის ინფორმაციით, აქციის დაწყებიდან დღემდე, მომენტალური საჩუქარი უკვე 90,000-მა მომხმარებელმა აღმოაჩინა.
“მომენტალური საჩუქრებია: 2,000 ლარამდე ფულადი პრიზები; მობილური ინტერნეტი 500 MB-დან – 10 GB-მდე; Taxify-ის, TKT.GE-ის და Buyers-ის სასაჩუქრე ვაუჩერები.
3 თვის განმავლობაში 0% საკომისიო ინტერნეტ- და მობაილბანკით კომუნალურ გადახდებზე
მომენტალური საჩუქრების გარდა, ინტერნეტ- და მობაილბანკის მომხმარებლებს აქვთ შანსი 15 იანვარს მოიგონ სუპერ პრიზი – 50 000, 30 000 ან 20 000 ლარი. ამისათვის საჭიროა შეასრულონ ტრანზაქციები ინტერნეტ- ან მობაილბანკიდან და დააგროვონ გათამაშების ბილეთები.
1 ტრანზაქცია = 1 ქულას
1 შეძენილი პროდუქტი = 5 ქულას
5 ქულა = გათამაშების 1 ბილეთს
ინტერნეტ- და მობაილბანკის 424,000 მომხმარებლებს უკვე დაგროვებული აქვთ გათამაშების ბილეთები და ისინი მოუთმენლად ელოდებიან სუპერ პრიზის გათამაშებას.
ვინც ჯერ არ სარგებლობს ინტერნეტ- ან მობაილბანკით, “თი-ბი-სი” სთავაზობს სწრაფ და მარტივ ონლაინ რეგისტრაციას ვებ გვერდზე www.tbconline.ge”, – აღნიშნულია “თი-ბი-სი” ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

R

კომენტარები

კომენტარი