სტრასბურგის ბაზრობაზე თავდასხმისთვის ლიკვიდირებული პირი ISIS-ის მებრძოლი აღმოჩნდა

ტერორისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა სახელმწიფომ” საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საშობაო ბაზრობაზე სროლის მომწყობი პირი დაჯგუფების ერთ-ერთ მებრძოლად დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას ტერორისტული საინფორმაციო ვებ-გვერდი “Amaq” ავრცელებს.
“ის “ისლამური სახელმწიფოს” ჯარისკაცი იყო და კოალიციის ქვეყნების მოქალაქეებზე თავდასხმისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით საპასუხო ოპერაცია მათ წინააღმდეგ ჩაატარა რომლებიც სირიასა და ერაყში ISIS-ის მებრძოლებს ებრძვიან”, – ნათქვამია ISIS-ის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტებს ამის დასამტკიცებლად არცერთი საბუთი არ წარუდგენიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები