ბლექ სი არენა“ ევროპის პრესტიჟულ არქიტექტურულ პრემიაზე წარადგინეს!..

0

ევროკომისიამ და Mies Van Der Rohe-ს ფონდმა ახლახან გამოაცხადეს იმ არქიტექტურული ნამუშევრების სია, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურისთვის 2019 წელს ევროკავშირის პრიზს მიიღებენ – Mies Van Der Rohe–ს ჯილდოს. ეს უკანასკნელი ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და მნიშვნელოვანი პრიზია თანამედროვე არქიტექტურის სამყაროში.

Mies Award–ის ვებგვერდი განმარტავს: „ჯილდოს მიზანია, გაზარდოს ცნობიერება ხარისხისა და თავად არქიტექტურის მნიშვნელობის შესახებ, ტექნოლოგიური, სამშენებლო, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და ესთეტიკური კუთხით. არქიტექტურას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება სამშენებლო ბაზარს, სოციალური ცვლილების მოხდენა შეუძლია და კულტურული მესიჯის მატარებელია, ხოლო ხარისხი განსაზღვრავს შენობის უნივერსალურ ფასეულობებს: საგნების შინაარსს, ვიდრე მათ ფორმალურ დანიშნულებას.

383 პროექტს შორის, რომლებიც 2019 წელს ამ ჯილდოზეა წარდგენილი, 8 ქართული შენობაც მოხვდა, მათ შორის გახლავთ შეკვეთილში მდებარე საკონცერტო სივრცე „ბლექ სი არენა“. ჩამონათვალში ასევე არის Moxy Hotel Tbilisi, Fabrika Tbilisi, Tbilisi Park Hotel და სხვა რამდენიმე შენობა.

ჟიური გამარჯვებულს 2019 წლის 7 მაისს, ბარსელონაში დაასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი საკონცერტო არენა 10 000–ზე მეტ მაყურებელს იტევს. „ბლექ სი არენა“ შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილში, 30 000 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი მოძრავი მნათობი კედლებითა და მოძრავი სახურავითაა აღჭურვილი. დარბაზს აქვს გახმოვანებისა და განათების უახლესი აპარატურა და ლედეკრანები. სასცენო სივრცე და კულისები არტისტისთვის სრული კომფორტის გათვალისწინებითაა მოწყობილი.

კომენტარები

კომენტარი