“მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოსადმი”

საქართველოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის დღეს გაკეთებული განცხადება შეაფასა.
„მე, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ველოდები, შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს, ოკუპირებული ტერიტორიებისადმი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, როგორც გრიგორი კარასინმა განაცხადა, ის იმედოვნებდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მტრული რიტორიკა შემცირდებოდა, მაგრამ იმედები, მისივე თქმით, არ გამართლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები