სალომე ზურაბიშვილი: გუნდს მომავალი კვირიდან დავაკომპლექტებ

გუნდს მომავალი კვირიდან დავაკომპლექტებ, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას ჯერ არ აქვს უფლებამოსილება, ვინმეს პოსტი შესთავაზოს.
„გუნდს დავაკომპლექტებ მომავალი კვირიდან, დავიწყებ ოფიციალურ შეხვედრებს. ჯერ არ ვარ პრეზიდენტი და არ მაქვს უფლებამოსილება, ვინმეს პოსტი შევთავაზო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები