სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე: რამდენადაც შევძელით, იქნება სისადავე

0

თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით რეპეტიცია გაიმართება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დეტალები ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. საქართველოს მოსახლეობა კი ინაუგურაციას პირდაპირ ეთერში იხილავს.
„გავეცანი ზოგ დეტალს, კიდევ არის რაღაცები დასაზუსტებელი. ასევე, ადგილზე იქნება რეპეტიცია და მგონი, გავდივართ ბოლოში. ცხადია, ახლა ამ დეტალებს არ გაგაცნობთ, ყველასთვის ერთდროულად უნდა იყოს სანახავი. ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. რამდენადაც შევძელით, იქნება სისადავე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ინაუგურაციაზე მოწვეულ უცხოურ დელეგაციებს, ზურაბიშვილის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ფლობს.
“ველოდები იმ პირებს, რომლებიც ჩამოვლენ. მათი სია აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლს. ისინი იღებენ ყოველ საათში შესაბამის ინფორმაციას და გაგაცნობენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი