რატი იონათამიშვილი: არავინ დაიბრალოს ის, რომ ვიღაცის ზეგავლენით ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას

0

ჩვენ ინიცირების დღიდან მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ინიციატივის განხილვის პროცესში მოგვესმინა ყველა არგუმენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მან, ასევე, საჯარო მოხელეების შესახებ კანონში ცვლილებების უკან გაწვევის შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნულის მიზეზი პოლიტიკური ზეწოლა არ ყოფილა.
„ჩვენ ინიცირების დღიდან მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ინიციატივის განხილვის პროცესში მოგვესმინა ყველა არგუმენტი. განსაკუთრებით, ჩვენი გუნდის შიგნით, რადგან თავიდანვე იყო აზრთა სხვადასხვაობა, ამიტომ არავინ დაიბრალოს ის, რომ ვიღაცის ზეგავლენით ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი პრინციპების და ასევე, გუნდის შიგნით არსებული შეთანხმების საფუძველზე. ვიდრე ამას არ მივაღწევდით, ჩვენ არ ჩავატარეთ საკომიტეტო მოსმენები, დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ინიციატივა არ იქნება განხილული საპარლამენტო მოსმენების ფორმატში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა
„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი