ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს 100-ჯერ “მოწყალე“, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი

„არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს 100-ჯერ “მოწყალე“, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეწყალების კომისიის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძე განმარტავს, რომ შეწყალების კომისიის წევრებმა საქმეების შესწავლასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზები დაუშვეს.
მისივე თქმით, იგი იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტი შეწყალების კომისიის მუშაობას არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოიყვანს.
„რაც შეეხება ბოლო აქტს, ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების განხორციელების პრაქტიკა მთლიანად იყო აცდენილი დასავლურ გამოცდილებასთან, დაახლოებით, 100-ჯერ მეტი იყო სტატისტიკა შეწყალების კუთხით, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც იყო არასწორი ამ პრაქტიკაში. არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი იყოს 100-ჯერ “მოწყალე“, ვიდრე აშშ-ს ან რომელიმე ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, იყო სერიოზული ხარვეზები, რაც გადახედვას საჭიროებს და მე ვფიქრობ, რომ ახალი პრეზიდენტი აუცილებლად მოიყვანს შეწყალების პრაქტიკას შესაბამისობაში დასავლურ სტანდარტებთან და პრაქტიკასთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები