ლარი მცირედით გამყარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0015 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.6594 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.6609 ლარი ღირდა.
0.0142 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0144 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0286 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები