გიორგი ქებულია: მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, ეს ჩვენი პურის ფასზეც მოქმედებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია, აცხადებს, რომ მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რამაც საქართველოში წარმოებულ პურის ფასზეც იმოქმედა.
მისი თქმით, მთავრობა პურის ფასს არ არეგულირებს, ის კომერციულად ფორმირებადია.
“პურის ფასზე, მე არაერთხელ ვთქვი, მსოფლიოში ხორბლის ფასმა აიწია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პურის ფასზეც მოქმედებს. მე გუშინაც და რამდენიმე დღის წინაც ვთქვი: ჩვენ, როგორც მთავრობა, პურის ფასს არ ვარეგულირებთ, ის კომერციულად ფორმირებადია, ამიტომ, თუ ხორბლის ფასმა აიწია და მწარმოებელს ხორბალი შემოაქვს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, ამას ის ფასში ასახავს. ჩვენ მაინც ყურადღებით ვუყურებთ ამ საკითხს, რათა დავრწმუნდეთ, რომ რაღაც არაკონკურენტული გარიგება არ არის. ამის შედეგებს მოგახსენებთ”, – განაცხადა ქობულიამ.