„ჯალალ ედ-დინ რუმი და დერვიშთა როკვა“ – „კავკასიურ სახლში“ ირანელი მხატვრის გამოფენა გაიხსნება
10 დეკემბერს, 18:00 საათზე, ,,კავკასიური სახლის“ ,,კულტურის კალენდარი” ჯალალ ედ-დინ რუმის გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ „კავკასიური სახლიდან“ აცნობეს, გაიმართება ირანელი მხატვრის მეჰრნუშ ხარაზის ნამუშევრების თემატური გამოფენა – ,,ჯალალ ედ-დინ რუმი და დერვიშთა როკვა” (ნამუშევრები გაიყიდება და შემოსული თანხის 50% ძეგვის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის გადაირიცხება).
გამოფენის გახსნაზე გიორგი ლობჟანიძე, მეჰრნუშ ხარაზი და სხვები წაიკითხავენ ჯალალ ედ-დინ რუმის ყაზალებს სპარსულ და ქართულ ენებზე.
ირანული ტრადიციული საკრავების (ნეისა და თარის) ოსტატები შეასრულებენ მუსიკალურ კომპოზიციებს.