როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
ამის შესახებ “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ მოსალოდნელია ნალექი, მაღალ მთაში თოვლის სახით. ჰაერი დაბლობ რაიონებში 9 -14 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 10-15 გრადუსია ნავარაუდევი. 9-10 დეკემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების სუსტი ქარი. 12 დეკემბრიდან კვლავ ნალექიანი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები