“აქსისური” საახალწლო საჩუქრები – 15%-იანი ფასდაკლება, რემონტი და პარკინგი

0

დეველოპერული კომპანია „აქსისი“ საახალწლოდ „აქსისური“ საჩუქრების კამპანიას იწყებს. „აქსისი“ საახალწლო შეთავაზებებს განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგა და მომხმარებელს სადღესასწაულო დღეებში სწორედ იმ პროდუქტით გაახარებს, რაც მათ ინტერესებზე პირდაპირ არის გათვლილი და ბინის შეძენის დროს რეალურ საჭიროებას წარმოადგენს.
ესენია: 15%-იანი ფასდაკლება – საირმის გორასა და ჭავჭავაძის გამზირზე, რემონტი – პალასებში საბურთალოზე, პარკინგი – წინამძღვრიშვილზე.
ამ ახალ წელს კომპანია „აქსისმა“ აქსისური საჩუქარი „აქსის თაუერსის“ მომავალი მობინადრეებისთვისაც შეარჩია – პარკინგი „აქსის თაუერსში“, ჭავჭავაძის გამზირზე.
კომპანია „აქსისის“ მარკეტინგის დირექტორის, დიმიტრი აბულაძის თქმით, კომპანიამ საჩუქრების განსაზღვრისათვის სპეციალური მარკეტინგული კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგადაც ცხადი გახდა, რომ მომხმარებელი ყველაზე მეტადაა დაინტერესებული მიიღოს ის საჩუქარი, რომელიც შეესაბამება მის შენაძენს, არის პრაქტიკული და ღირებული.
„შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ საახალწლოდ ბინის შეძენისას მომავალ „აქსისელს“ საჩუქრად გადაეცეს რემონტის სერვისი – რაც მას აარიდებს ზედმეტ ხარჯს და დაუზოგავს დროს, პარკინგი – რაც სადღეისოდ ძალიან ფასეული და კომფორტულია და ასევე 15%-იანი ფასდაკლება – რაც ჩვენს მომხმარებელს დაუზოგავს ფინანსებს“,- განაცხადა დიმიტრი აბულაძემ.

R

კომენტარები

კომენტარი