წიგნის, “საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარები”, პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარების“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც შეიქმნა საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების (USAID) პროგრამის „კარგი მმართველობის ინიციატივა“ (GGI) ფინანსური დახმარებით.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს საჯარო სამსახურის რეფორმა. რეფორმის წარმატებით განხორციელებისათვის, 2015 წლის 27 ოქტომბერს მიღებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურად ნეიტრალური, პროფესიული, მერიტოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი, ეფექტური და ეფექტიანი საჯარო სამსახურის სისტემის ჩამოყალიბებას.
„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარების“ წიგნად გამოცემა მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს პრაქტიკული და მეცნიერული დასაბუთება კანონის მიზნებსა და მის ძირითად პრინციპებზე, ასევე კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემურ საკითხებზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარების“ პრეზენტაციას ესწრებოდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია მიქელაძე, დემოკრატიის მმართველობის და სოციალური განვითარების ოფისი, USAID/საქართველოს დირექტორის მოადგილე ლაურა ბერგერი და GIZ-ის სამართლის პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ უფროსი სამართლებრივი მრჩეველი თამარ ზოდელავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები