პენსიონერთა პირველმა ჯგუფმა კომპიუტერის კურსები წარმატებით გაიარა

ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიბერთი ბანკის ერთობლივი პროექტის დახმარებით, პენსიონერთა პირველმა ჯგუფმა კომპიუტერის კურსები წარმატებით გაიარა. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბილიოთეკიდან აცნობეს, ეროვნული ბიბლიოთეკა და ლიბერთი ბანკი პროექტს აგრძელებენ და უახლოეს მომავალში კომპიუტერთან მუშაობის უნარებს პენსიონერთა მეორე ჯგუფი შეისწავლის.
„ეროვნული ბიბლიოთეკისა და ლიბერთი ბანკის ფანტასტიკური პროექტის პენსიონერთასკოლა – პირველი გამოშვების საღამო ბრწყინვალე სტუდენტებისა და შესანიშნავი მასწავლებლის ავთო თავდიშვილის მონაწილეობით ჩატარდა. ჩვენმა სტუდენტებმა შესანიშნავად შეისწავლეს კომპიუტერული უნარ-ჩვევები. წინ ახალი ჯგუფებია“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები