თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო, დიდგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა შინდისის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლუბლიანას ქუჩის მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სანაპიროს, ხიდის, ათონელის, ფხოვის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თავისუფლების მოედნის და ლეონიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, ლოჭინის დასახლების, ლოჭინის ხევის და ჭირნახულის ქუჩის მცხოვრებლებს. გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის, ნაკადულის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება იპოლიტოვ-ივანოვის, გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის II, IIა ზონების, ემხვარის, პეტრიწის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის და მაჭავარიანის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ფერმწერთა ქუჩის მცხოვრებლებს.
როგორც „თელასის“ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები