ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. მანამდე ცხედარი ვერის სასაფლაოს ეკლესიაში იყო დასვენებული. ნიკა რურუას უკანასკნელ გზაზე თანამებრძოლებმა, პოლიტიკოსებმა, სასულიერო პირებმა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა გააცილეს.
ნიკა რურუა 4 დეკემბერს, სავარაუდოდ, გულის შეტევით, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური გაერთიანების აქტიური წევრი იყო.
ნიკა რურუა 17 მარტს 51 წლის გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები