ლევან იზორია: მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019-ში ამფიბიური და კიბერელემენტების ჩართულობა იგეგმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის რეფორმების შემაჯამებელ გამოსვალზე საერთაშორისო სწავლებებში შეიარაღებული ძალების ჩართულობის მნიშვნელობაზე და სიახლეებზე ისაუბრა.
ლევან იზორიას თქმით, მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019-ში ამფიბიური და კიბერელემენტების ჩართულობა იგეგმება.
„წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ პოზიტიური დინამიკა ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო სწავლებების მიმართულებით, როგორიც არის Noble Partner და Agile Spirit. Noble Partner-ზე მინდა გითხრათ, რომ წელს 12 ქვეყანა მონაწილეობდა, ანუ სწავლებას დაემატა 6 ახალი ქვეყანა. სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 3 000 აჭარბებდა, რაც არის ძალიან სასიხარულო ფაქტი.
რაც შეეხება Agile Spirit-ს, ის დასავლეთ საქართველოში წელს პირველად ჩატარდა. შეიძლება ითქვას ეს არის ყველაზე ამბიციური სწავლებების ერთგვარი წინა რეპეტიცია. Agile Spirit მომავალ წელს საქართველოში უკვე ამფიბიური და კიბერელემენტების ჩართულობით ჩატარდება. ეს საქართველოში პირველად ხდება და გვინდა, რომ დაახლოებით 28 ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა, ასე რომ ეს დინამიკა გრძელდება. ხოლო ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაზე, ჩვენ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ბევრი ქვეყნისგან უკვე მივიღეთ თანხმობა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები