თბილისში, ვაკეში “სუზუკის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გარე განათების ბოძს შეეჯახა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მანქანაში მსხდომი მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და საპატრულო ეკიპაჟი.