“ამათ ხელწამოსაკრავი ხომ არ ჰგონიათ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ენა”

განათლების სამინისტრო აპირებს საგამოცდო პროგრამიდან ამოიღოს ქართული ენა და ლიტერატურა, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ყოფილი დეპუტატი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც გამსახურდია წერს, სამინისტრო გეგმავს, რომ ეროვნულ გამოცდებზე, მხოლოდ ზოგადი უნარებისა და უცხო ენის გამოცდები დატოვოს.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრო აპირებს საგამოცდო პროგრამიდან ამოიღოს ქართული ენა და ლიტერატურა. ტოვებენ მხოლოდ “უნარ-ჩვევებს” და უცხო ენას.
ხომ არ გვავიწყდება, რამხელა მნიშვნელობას მიუწყავენ თავმოყვარე და შემდგარი ერები საკუთარ ისტორიას, ენას და ლიტერატურას? მაგალითად უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წესდების პირველივე ფრაზაა: “უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიას აარსებს უნგრელი ერი, რომ დანერგოს და განავითაროს უნგრული ენა”. არის სხვა მაგალითებიც.
ამათ ხელწამოსაკრავი ხომ არ ჰგონიათ მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ენა და 1500 წლოვანი უწყვეტი ტრადიციის მქონე ლიტერატურა?
თუკი ეს სიმართლეა და გაუვიდათ, ყველაფრის ღირსი ვიქნებით: 300 არაგველიც ამაოდ დახოცილან, 500 იუნკერიც და შინდისის გმირებიც აგერ ახლახანს. ამაო ყოფილა წიწამურშიც და ჯიხაშკარი-ხიბულაში დაღვრილი ერის რჩეულთა სისხლიც.
არა უკულტურო, უსისხლო, ფსევდოცივილიზებულ მანქურთებს“, – წერს კონსტანტინე გამსახურდია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ეროვნული გამოცდებიდან ამოიღონ, სიცრუეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები