ნათია მეზვრიშვილი: მოქმედი პრეზიდენტის სიძე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული, ხოლო მასთან ერთად მყოფი პირი კი დანაშაულისთვის ძებნილი იყო.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავეს, მინდია გოგოჭური კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული, რომელიც იმავე ბინაში იმყოფებოდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, ამოღებულია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღები, რომელიც პირებმა საცხოვრებელი ბინიდან გადმოყარეს. დანიშნულია ექსპერტიზა და ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, ორი პირი, მათ შორის საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა გვიან ღამით თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები