კიევში ქართველი “კანონიერი ქურდი” ნუკრი დოჩია დააკავეს

კიევში, შევჩენკოვსკოს რაიონში ქართველი “კანონიერი ქურდი” ნუკრი დოჩია, იგივე ნუკრი “გალსკი”, დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
31 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც “კანონიერ ქურდად” 2013 წელს “მონათლეს”, უკრაინაში შესვლა 2019 წლამდე ჰქონდა აკრძალული. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები სხვადასხვა დანაშაულზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ნარკოტიკის ბრუნვასა და ქურდობასთან, როგორც საქართველში, ისე რუსეთშიც იყო აღძრული.
პოლიციის ინფორმაციით, მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი არა გამშვები პუნქტიდან. მათივე ცნობით, ქართველი “კანონიერ ქურდი” კიევში საბითუმო ბაზრებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების კურატორობას გეგმავდა.
კიევში ნუკრი დარჩია სამი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები