იმერეთში, მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა გადაბრუნდა – არიან დაშავებულები

ქუთაისი – ხონის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მგზავრი მსუბუქად დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, “ფიატის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროები შემთხვევის დროს, სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები