პორტუგალიის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა, 20 წლით ან უვადო პატიმრობა ელის

პორტუგალიის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 20 წლით ან უვადო პატიმრობა ელის.
როგორც შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პორტუგალიის მოქალაქეს პირადი ჩხრეკისას 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება და 8 შეკვრად დაფასოებული ნახევარ კილოგრამამდე ჰეროინი აღმოაჩნდა.
„პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მისივე თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა. სამართალდამცველებმა, მისი ბარგის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები