ბათუმში თავდამსხმელებმა პოლიციელების სახელით ჰოსტელი დააყაჩაღეს – რას ჰყვება მეპატრონე

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ჰოსტელში გვიან ღამით ორი პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით, მათ იქ მყოფებს თავი სამართალდამცველებად წარუდგინეს და უთხრეს, რომ ნარკოტიკებს ეძებდნენ. ჰოსტელის მეპატრონის ირაკლი გლაზოვას თქმით, შენობაში შესვლის შემდეგ, ყაჩაღობა დაიწყეს.
“8 სტუმარი იყო ჰოსტელში, ერთ-ერთი ჩემი სტუმარი სიგარეტს ეწეოდა ეზოში, ორი პირი მას თავს დაესხა და ასე შეაღწიეს შენობაში. ყვიროდნენ პილიციელები ვართ, სასწრაფოდ გამოაჩინეთ ნარკოტიკი და ნივთებიო. ერთს მობილური წაართვეს, კორეელი სტუმრისთვის “აიპოდის” წართმევა უნდოდათ, თუმცა მან არ მისცა. ამ დროს ერთ-ერთი დავიჭირეთ, პოლიციაც გამოვიძახეთ. ისინი ძალიან ოპერატიულად მოვიდნენ და მეორე პირიც დააკავეს, რომელიც მანამდე გაიქცა. ერთი დაღესტნელი იყო რუსეთის მოქალაქე, მეორე კი ქართველი. არ ვიცი, იარაღი ჰქონდათ თუ არა. როგორც გავიგე დაღესტნელს პოლიციაში დანა აღმოაჩნდა”, – იხსენებს მომხდარს ჰოსტელის მეპატრონე ირაკლი გლაზოვი. ​
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. მათივე ცნობით, დაკავებულია ორი პირი.

ფოტო: დაჯი ჩხიკვაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები