რურუების ოჯახს გიორგი მარგველაშვილმა მიუსამძიმრა

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მივიდა და რურუების ოჯახს მიუსამძიმრა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში იპოვეს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება რურუას დედამ გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
ნიკა რურუა 50 წლის იყო.
გარდაცვლილის ოჯახს უკვე მიუსამძიმრა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები