ნიკა რურუას სახლთან სამართალდამცველები მუშაობენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის”, კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას, სახლთან საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ნიკა რურუა შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მისმა დედამ სასწრაფო გამოიძახა, თუმცა, ექიმებს ნიკა რურუა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის შეტევა იყოს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს, ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შეგახსენებთ, დღეს კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “კვირას” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ ექიმებს ის უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
ნიკოლოზ რურუა 2008 წლის 10 ოქტომბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ამასთან, ის საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები