პროკურორი: იარაღის წარმომავლობა უნდა დაზუსტდეს, რატომ გააჩნდა 6 უკრაინელს და ერთ ქართველს კანონსაწინააღმდეგო ნივთები

სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს ერთი მოქალაქის სსკ-ის პროკურორი ვასილ სამხარაძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში უნდა დადგინდეს იარაღების წარმომავლობა. მისივე თქმით, გამოძიების საფუძველი ოპერატიულად მოპოვებული შესაბამისი ინფორმაცია გახდა.
„იარაღის წარმომავლობა უნდა დაზუსტდეს, რადგან მოცემული იარაღიდან არის იარაღთა კატეგორია, რომელიც გადაკეთებულია, კუსტარულად დამზადებულია, ასევე არის უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად, უნდა დადასტურდეს და გამოვიძიოთ, იარაღების წარმომავლობა.
თუ რატომ გააჩნადთ ბრალდებულებს კანონსაწინააღმდეგო ნივთები, სწორედ ამაზე მიმდინარეობს გამოძიება, რომ დადგინდეს მიზანი და მოტივი, რაში სჭირდებოდათ როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა. გამოძიების საფუძველი ოპერატიულად მოპოვებული შესაბამისი ინფორმაცია გახდა. ბრალდებულთა დაკავება საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მოხდა.
საპროცესო მოქმედება – დნმ-ის ნიმუშის აღება გვსურდა ბრალდების მხარეს, ისინი ამ ეტაპამდე დნმ-ის ნიმუშის ჩაბარებაზე უარს აცხადებენ.
სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და აღმკვეთი ღონისძიების სახით შვიდივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარე ასაბუთებდა, რომ მიმალვის, ახალი დანაშაულის და მტკიცებულებათა მოპოვების საფრთხე არსებობდა. ეს სამივე გარემოება მოსამართლემ რელევანტურად მიიჩნია“, – აცხადებს პროკურორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები