შსს-მ ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტრომ კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შსს-დან აცნობეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
„2018 წლის, 4 დეკემბერს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში (ზანდუკელის ქუჩა N21) გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.